11-02-2020
მეღორეობის დარგის სემინარი
11 თებერვალს „ინვეტ ჯგუფი“-ს ორგანიზებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა სემინარი მეღორეობის დარგის ფერმერებისა და ვეტერინარებისათვის, თემაზე: „მეღორეობის დარგის უახლესი გამოწვევები , დაავადების პროფილაქტიკა , კვებისა და გამოზრდის თანამედროვე მიდგომები“.
სემინარს უძღვებოდნენ დარგის მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ვალდას პლიოპლის, ფრანგული კომპანია Ceva-ს წარმომადგენელი და სერგეი ხუსაინოვი, ავსტრიული კომპანია Biomin - ის წარმომადგენელი.
სემინარს ესწრებოდნენ ქართველი და სომეხი ვეტერინარები,ფერმერები. მადლობას ვუხდით სემინარის თითოეულ სტუმარს აქტიური მონაწილეობისთვის.