20-04-2022
დასაქმების ფორუმი 2022
2022 წლის 19 აპრილს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.
კომპანია „ინვეტ ჯგუფმა“ სტუდენტთა სამომავლო კარიერული განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ფორუმზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს როგორც მიმდინარე ვაკანსიები, ასევე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. მოისმინეს სტუდენტთა აზრი კომპანიაში შესაძლო დასაქმებასთან და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და შეევსოთ განაცხადის ფორმა, რომლის საფუძველზეც კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ განიხილავს თითოეული სტუდენტის კანდიდატურას მიმდინარე და გამოსაცხადებელ ვაკანსიებთან დაკავშირებით.