ვიტოლი 140 - 8718692822818
ვიტოლი 140 / VITOL 140
Interchemie, ჰოლანდია
საინექციო ვიტამინების კომპლექსი
შემადგენლობა:
1 მლ. შეიცავს:
ვიტამინ A რეტინოლ-პალმიტატი ...................... 80 000 სე.
ვიტამინ D3 ქოლეკალციფეროლი .................... 40 000 სე.
ვიტამინ E α–ტოკოფეროლის აცეტატი .................... 20 მგ.
გამხსნელი ..................................................................... 1 მლ.
დახასიათება:
ვიტამინი A ჩართულია ეპითელური ქსოვილების და ლორწოვანი გარსის ჩამოყალიბების პროცესში და ფუნქციის გაძლიერებაში. მნიშვნელოვანია ნაყოფიერებისთვის და საჭიროა მხედველობისთვის. ვიტამინ D3 არეგულირებს და აკორექტირებს კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს სისხლში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებაში. ვიტამინ D3 მნიშვნელოვანია ჩონჩხის და კბილების ნორმალური განვითარებისთვის განსაკუთრებით მოზარდ ცხოველებში. ვიტამინ E წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, უჯრედული ანტიოქსიდანტია, რომელიც ჩართულია უჯერი ცხიმოვანი მჟავების სტაბილიზაციაში, შესაბამისად ახორციელებს ტოქსიკური ლიპო- პეროქსიდების ფორმაციის პრევენციას. ვიტამინ E იცავს ოქსიგენ იმუნოკომპლექსის ვიტამინს დაშლისაგან.
ჩვენებები:
A ვიტამინის, D3 ვიტამინის და E ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა შინაურ ცხოველებში და ფრინველებში. სტრესის მკურნალობა ან პრევენცია (გამოწვეული ვაქცინაციით, დაავადებებით, ტრანსპორტირებით, მაღალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით ან ტემპერატურის ძლიერი ცვლილებებით). საკვების ათვისების გაუმჯობესება, წონის ზრდა, პროდუქტიულობის მომატება.
მიღების წესი და დოზირება:
კუნთში ან კანქვეშა შეყვანისთვის.
მსხ რქ. პირუტყვი და ცხენი: ............................10 მლ.
ხბო და კვიცი: ...................................................... 5 მლ.
თხა და ცხვარი: ................................................... 3 მლ.
ღორი: .................................................................. 5-8 მლ.
ძაღლი:...................................................................1-5 მლ.
გოჭი:.......................................................................1-3 მლ.
კატა: ......................................................................1-2 მლ.
გამოშვების ფორმა:
50 მლ. და 100 მლ შემცველობის ფლაკონი.
შენახვის წესები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25º C ტეპერატურაზე.