ვეტრიმოქსინი LA - 09016
ვეტრიმოქსინი LA / VETRIMOXIN LA
Ceva, საფრანგეთი
საინექციო ანტიბიოტიკი
შემადგენლობა:
1 მლ. პრეპარატი შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ...150მგ.
დახასიათება:
ვეტრიმოქსინი არის პროლონგირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც ძირითადი ნივთიერების სახით შეიცავს ამოქსიცილინს. ამოქსიცილინი განეკუთვნება ბეტალაქტამების ჯგუფს, კერძოდ კი ამინოპენიცილინების ჯგუფს. ის აქტიურია გრამდადებითი (კოკების და ბაქტერიების) და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა: Pasteurella spp., Salmonella spp., Haemophilus spp., Actinobacillus spp., Bordetella spp., E coli, Proteus spp., Clostridium spp., Corynebacterium spp., Streptococcus spp., Erysipelothrix spp.
ჩვენებები:
გამოიყენება მსხ.რქ.პირუტყვის, ცხვრის, ღორის, ძაღლის და კატის სამკურნალოდ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ენტერიტი), სასუნთქი ორგანოების (პნევმონია, ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია) და შარდ-სასქესო სისტემის (ცისტიტი, მეტრიტი, მასტიტი), კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება კუნთში ინექციის სახით.
დოზა ყველა ცხოველისთვის: ....................................................... 1მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.
თუ დოზა აღემატება 20მლ, საჭიროა მისი გაყოფა და სხვადასხვა ადგილზე შეყვანა.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 48-72 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება კურდღელში, ზაზუნაში და ზღვის გოჭში. უკუნაჩვენებია ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების, მაკროლიდების ჯგუფის ანტიობიოტიკებთან ერთად.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: ...........15 დღე.
რძე: ............... 2 დღე.
გამოშვების ფორმა: 100 მლ. და 250 მლ. შემცველობის ფლაკონები.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას +10 +25 ˚C ტემპერატურაზე.