დაქსოფენ 900

დაქსოფენი 900

DAXOFEN 900

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთი

 

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ოქსიკლოზანიდი – 450 მგ.

ოქსიფენდაზოლი – 450 მგ.

 

დახასიათება:

ოქსიკლოზანიდი სალიცილამიდის ჯგუფის პრეპარატია, ეფექტურია

ტრემატოდების მოუმწიფებელი ფორმების მიმართ, ფასციოლოზის,

პარამფისტომატოზის, დიკროცელიოზის დროს. ცესტოდების: მონიეზიოზის,

ავიტელინოზის, თიზანიეზიოზის დროს. ოქსიკლოზანიდისთვის დამახასიათებელია

სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან. ოქსიფენდაზოლი – ბენზიმიდაზოლის

ჯგუფის, მაღალეფექტური პრეპარატია, მოქმედებს ცესტოდების ყველა

სტადიაში მყოფ ჰელმინთებზე (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)

ნემატოდები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ოსტერტაგიოზი,

კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, დიქტიოკაულოზი,

პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი).

 

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ხბოს, ცხვრის და თხის

სადეჰელმინთიზაციოდ (ტრემატოდები და ცესტოდები).

 

მიღების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი თხა: ფასციოლოზის, დიკროცელიოზის,

პარამფისტომიდოზის დროს --------------------------1 ტაბ. 50 კგ ცოცხალ წონაზე.

ცესტოდების შემთხვევაში ---------------------------- 1 ტაბ. 80 კგ ცოცხალ წონაზე.

 

უკუჩვენებები:

არ უნიშნავენ დასუსტებულ, დაავადებულ ცხოველებს.

 

გვერდითი მოვლენები:

დოზირების დაცვისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. შესაძლებელია

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მაღალი დოზების შემთხვევაში, რომელიც

დაკავშირებულია პარაზიტების სიკვდილის შედეგად ანტიგენების გამოყოფაზე.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 7 დღე

რძე: 24 სთ.

 

გამოშვების ფორმა:

100 ტაბლეტის შემცველობის მუყაოს ყუთი, 700 ტაბლეტის შემცველობის

პლასტმასის კონტეინერი.

 

შენახვის პირობები:

ინახება, მშრლ ბნელ ადგილას.