დაქსოფენ 600

Daxofen 600

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური ტაბლეტი პერორალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

ოქსიკლოზანიდი ..................................................................................................... 300 მგ.

ოქსიფენდაზოლი ....................................................................................................  300 მგ.

 

დახასიათება:

ოქსიკლოზანიდი სალიცილამიდის ჯგუფის პრეპარატია, ეფექტურია ტრემატოდების მოუმწიფებელი ფორმების მიმართ, ფასციოლოზის, პარამფისტომატოზის, დიკროცელიოზის დროს, ცესტოდების:

მონიეზიოზის, ავიტელინოზის, თიზანიეზიოზის დროს. ოქსიკლოზანიდისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან. ოქსიფენდაზოლი – ბენზიმიდაზოლის ჯგუფის, მაღალეფექტური პრეპარატია, მოქმედებს ცესტოდების ყველა სტადიაში მყოფ ჰელმინთებზე (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) ნემატოდები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ოსტერტაგიოზი, კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი).

 

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ხბოს, ცხვრის და თხის სადეჰელმინთიზაციოდ (ტრემატოდები და ცესტოდები).

 

უკუჩვენებები:

არ უნიშნავენ დასუსტებულ, დაავადებულ ცხოველებს. 

 

მიღების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი თხა:

ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზი ............................... 1 ტაბ. 30 კგ. წონაზე.

ცესტოდები ............................................................................................................. 1 ტაბ. 50 კგ. წონაზე.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 7 დღე

რძე: 24 სთ. 

 

შეფუთვა:

100, 300 და  700 ტაბლეტის შემცველობის პოლიმერის კონტეინერი.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.