ბუტასალი 100

Butasal 100

Interchemie, ჰოლანდია

საინექციო ვიტამინი

 

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ბუტაფოსფანი ............................................ 100 მგ.

ვიტამინ B12 ციანოკობალამინი....................... 50 მკგ.

 

დახასიათება:

ბუტაფოსფანი წარმოადგენს ფოსფორის ორგანულ ნაერთს, რომელიც გამოიყენება ფოსფორის საინექციო წყაროს სახით, რომელიც მონაწილეობას იღებს ენერგიის მეტაბოლიზმში, პლაზმაში ფოსფორის დონის შესავსებად, ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციას, ასტიმულირებს დასუსტებულ გლუვ და კარდიალურ კუნთებს. ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების

მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებასა და სტიმულაციაში.

 

ჩვენებები:

უნაყოფობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მშობიარობის შემდგომი დაავადებების პროფილაქტიკა, ცხოველების სტერილიზაციის შემდგომ პერიოდში. დამხმარე მკურნალობის სახით კალციუმით და მაგნიუმით თერაპიისას, სტრესი, მეორადი ანემია და კახექსია.

 

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება ვენაში, კუნთში და კანქვეშა შეყვანისთვის.

მსხ. რქ. ცხოველი, ცხენი.........................5-25 მლ.

ხბო, კვიცი...................................................5-12 მლ.

თხა, ცხვარი...............................................2.5-5 მლ.

ბატკანი, ციკანი.....................................1.5-2.5 მლ.

ღორი.........................................................2.5-10 მლ.

გოჭი............................................................1-2.5 მლ.

ძაღლი, კატა..............................................0.5-5 მლ.

ფრინველი.........................................................1 მლ.

 

*საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება. ქრონიკული დაავადების დროს, აღნიშნული დოზის ნახევარი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 1-2 კვირის ინტერვალით.

 

 

უარყოფითი მოვლენები: 

არ გამოვლენილა 

 

შეფუთვა:

100 მლ შემცველობის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.