ბანიქსინი 50

ბანიქსინი 50
Banixin 50

Interchemie, ჰოლანდია

ანთების საწინააღმდეგო საინექციო ხსნარი

 

 

შემადგენლობა:

1 მლ. შეიცავს

ფლუნიქსინი (ფლუნიქსინ მეგლუმინი) ................................................................................... 50 მგ

 

დახასიათება:

პრეპარატი წარმოადგენს არა-სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და არა ნარკოტიკული (ანალგეზიური) ეფექტის მქონე საშუალებას.

 

ჩვენებები:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: სასუნთქი გზების დაავადებასთან დაკავშირებული ცხელების კონტროლი, ენდოტოქსემიის დროს ანთების კონტროლი, როგორც ანტიმიკრობული თერაპიის დანამატი, ინფექციური რესპირატორული დაავადებისას მწვავე ანთების კლინიკური ნიშნების შემცირების მიზნით.

ცხენებში: კუნთებისა და ხერხემლის დისფუნქციით გამოწვეული ანთებისას ტკივილის, ასევე კოლიკთან დაკავშირებული მუცლის ტკივილის წინაღმდეგ.

ღორებში: როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება ღორის რესპირატორული დაავადების მკურნალობისას.

 

დოზირება და მიღების წესი :

ინტრამუსკულური და ინტრავენული ინექცია.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 2 მლ. 45კგ ც.წ-ზე. საჭიროების შემთხვევაში, გამეორება 24 საათში, 3 დღის განმავლობაში.

ცხენები: 1 მლ. 45 კგ ც.წ-ზე, მხოლოდ ინტრავენურად. გამეორება ერთხელ ან ორჯერ, კოლიკების დროს. ხერხემლისა და კუნთების ტკივილის დროს ერთხელ დღეში, 5 დღის განმავლობაში, კლინიკური შედეგის მიხედვით.

ღორები: 2 მლ. 45კგ. ც.წ-ზე, ინექცია მხოლოდ კუნთში.

პრეპარატი შეიყვანეთ ნელა.

 

დაყოვნების პერიოდი:

ხორცი: მსხ. რქ. პრ. 14 დღე.

ღორი: 24 დღე.

რძე: მსხ.რქ.პრ. 2 დღე.

არ გამოიყენოთ ცხენებში, რომელთა ხორცი და რძე განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25◦C), ბნელ ადგილას.

 

შეფუთვის ფორმა:

50 მლ მინის ფლაკონი