ალბენოლ 100 ორალი

Albenol 100 Oral

Interchemie, ჰოლანდია

ანტიჰელმინთური სითხე ორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

ალბენდაზოლი ................................................. 100 მგ.

 

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი არის სინთეზური ანტიჰელმინთური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, მაღალი დოზით მოქმედებს ღვიძლის ტრემატოდების ზრდასრულ ფორმებზე.

 

ჩვენებები:

გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი). ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი 45 დღის განმავლობაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

თხა და ცხვარი:………………...........................................................1 მლ 20კგ ცოცხალ წონაზე.

ღვიძლის ტრემატოდები:............................................................1 მლ 12კგ ცოცხალ წონაზე.

მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ხბო:.........................................1მლ 12კგ ცოცხალ წონაზე.

ღვიძლის ტრემატოდები: …..........................................................1მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

შეფუთვა:

1000 მლ შემცველობის პოლიმერის ბოთლი.

 

შენახვის პირობები:

ინახება სიბნელეში, არაუმეტეს 25°C-ზე. არ შეიძლება გაყინვა.