ალბენდაზოლ 500

Albendazole 500

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური საშუალება ორალური გამოყენებისათვის 

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ..........................................................................500 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი). – ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება: 

ალბენდაზოლი 500 ცხოველებს ეძლევათ პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:............................................................................................. 1 ბოლუსი 80კგ.  წონაზე.

ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზი:  დოზა ორმაგდება და ენიშნება 1 ბოლუსი 40 კგ. წონაზე.

ღორი..................................................................................................................................... 1 ბოლუსი 25კგ. წონაზე.

ცხენი, ვირი............................................................................................................................ 1 ბოლუსი 40კგ. წონაზე.

ფრინველი............................................................................................................................. 1 ბოლუსი 15კგ.  წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი,  ინფექციური დაავადებები.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

შეფუთვა:

100 ბოლუსი ყუთში

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.