ალბენდაზოლ 3000

Albendazole 3000

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური პრეპარატი  ორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ...............................................................................................3000 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი,

უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი). – ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

ალბენდაზოლი 3000 ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად.

ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი: ................... 1 ბოლუსი 200 - 250კგ. წონაზე.

მსხ. რქ. პირუტყვი:  .................................................................................................. 1 ბოლუსი 350კგ.  წონაზე. 

 

 

უკუჩვენებები:

არ ინიშნება მაკეობის პირველ ტრიმესტრში და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

შეფუთვა:

40 ბოლუსი კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.