ალბენდაზოლი 20%

Albendazole 20%

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური ფხვნილი პერორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

1 გრ. შეიცავს:

ალბენდაზოლი ...........................................................................................................  200 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).  ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

ალბენდაზოლი 20% ცხოველებს ეძლევათ პერორალურად. ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

მსხ. რქ. პირუტყვი .......................................................5გრ. 100კგ.  წონაზე.

ცხვარი, თხა ...........................................................3,75გრ. 100კგ.  წონაზე.

ღორი ........................................................................ 5გრ. 100კგ. წონაზე.

ცხენი, ვირი, ჯორი...................................................3,75გრ. 100კგ.  წონაზე.

ბეწვიანი ცხოველი ............................................0,75გრ. 10კგ. წონაზე 2 დღე.

ფრინველი........................................................0,5გრ. 10კგ.  წონაზე 2 დღე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი, ინფექციური დაავადებების.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

შეფუთვა:

500 გრ.  ფოლგის პაკეტი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.