29-11-2021

VIV MEA 2021

ამა წლის 23 – 25 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუდაბიში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ინვეტ ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში VIV MEA 2021.
 „ინვეტ ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო შვილობილი კომპანიებით შპს „დავათი“ (ფარმაცევტული წარმოება) და შპს „ინვეტ ფიდი“ (ცხოვლეთა კომბინირებული საკვების წარმოება)
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინვეტ ჯგუფმა პირველად მიიღო მსგავს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, მეგა ბრენდენის გვერდით.
 საქართველოს სტენდმა განსაკუთრებული დაინტერესება ჰპოვა მონაწილეთა შორის. ინვეტ ჯგუფის კუთხე მოინახულა საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, უამრავი საერთაშორისო ვიზიტორი დაინტერესდა კომპანიის პროდუქციით, გამოფენამ ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, პანდემიასთნ დაკავშირებული ხელის შემშლელი ფაქტორები ნაკლები იქნება და აქტიურად გავაგრძელებთ ქართული პროდუქტის წარდგენას საერთაშორისო ბაზარზე