16-05-2019

CEVA & BIOMIN მეფრინველეობის საერთაშორისო მასტერკლასი

2019 წლის 2 მაისს , სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, კომპანია ინვეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო მეფრინველეობის მასტერკლასი.

 

თემატიკა - „ფრინველის რესპირატორული დაავადებები ( ნიუკასლი, ინფექციური ბრონქიტი , მიკოპლაზმოზი)  და ეფექტური სტრატეგია თუ როგორ შევამციროთ ანტიბიოტიკების გამოყენება მეფრინველეობის წარმოებაში“

 

მასტერკლასის ტრენერები იყვნენ ევროპიდან მოწვეული სპეციალისტები :

 

1) სერგეი ჩუსეინოვი - კომპანია ბიომინის  აღმოსავლეთ ევროპის მენეჯერი /ვეტერინარიის დოქტორი.

2) მარტინას გენისი - კომპანია სევა  , მეფრინველეობის ექსპერტი/ვეტერინარიის დოქტორი

3) მარკ კარიმი - ბიომინი , მეფრინველეობის გაყიდვების მენეჯერი/ვეტერინარიის დოქტორი

4) დავით სირბილაძე  - კომპანია ინვეტი მეფრინველეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

სემინარის სტუმრები იყვნენ შემდეგი კომპანიები: შპს ჩირინა, შპს კუმისი XXl, შპს დილის პროდუქტები, შპს პოულტრი ჯორჯია, შპს პატარძლეული, შპს საგარეჯო და სხვა..

 

მასტერკლსმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მოწვეულ საზოგადოებაში და გადაეცათ ოფიციალური სერტიფიკატები.