21-07-2020

ახალი ფილიალის გახსნა გორში

მიმდინარე წლის 21 ივლისს, გორის რეგიონში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, ინვეტ ჯგუფის კიდევ ერთი, რიგით მე-8-ე ფილიალი გაიხსნა.
ინვეტ ჯგუფის გორის ფილიალში ადგილობრივ მოსახლეობას და ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ვეტერინარული დანიშნულების მედიკამენტები, კომპანიის მიერ ადგილობრივად წარმოებული კომბინირებული საკვები და საკვებ-დანამატები, როგორც მეფრინველეობის , მეცხოველეობის, მესაქონლეობის, ასევე ზოო მიმართულებით.
ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები, სურსათის ეროვნული სააგნოტოს უფროსი, ასევე გორის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბ-ნი ნუგზარ სამხარაძე.

ინვეტ ჯგუფი - ლიდერია ვეტერინარიაში