26-11-2019

Agro / Food / Drink / Tech Expo 2019

ამა წლის 20-22 ნოემბერს „ინვეტ ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს მიერ ორგანიზებულ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშრისო გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech Expo, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე იტალიისა და თურქეთის ელჩები საქართველოში.
კომპანია “ინვეტმა” წარმოადგინა როგორც ადგილობრივი ნაწარმი შპს „ინვეტ ფიდი“-ს კომბინირებული საკვებისა და შპს „დავათი“-ს ვეტერინარული მედიკამენტების სახით, ასევე ავსტრიული კომპანია „ბიომინი“-ს პროდუქცია.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, მოწვეულ სტუმრებს და დამთვალიერებლებს.
"ინვეტ ჯგუფი" გპირდებათ მრავალ სიახლეს.