პრობიოტიკების როლი XXI საუკუნეში
2006 წლიდან აშშ_ში და ევროპაში დადგინდა კანონი, რომლის მიხედვითაც მოხდა ანტიბიოტიკების,როგორც ზრდის სტიმულატორების აკრძალვა მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში და მეთევზეობაში. ასევე შეიზღუდა ანტიბიოტიკების მოხმარება, მეურნეობებში სამკურნალო მიზნით , რასაც აკონტროლებს სერტიფიცირებული ვეტერინარი ექიმი, რომელიც ნიშნავს ანტიბიოტიკს საჭიროების შემთხვევაში რეცეპტის საშუალებით და მკაცრად იცავენ პრეპარატის მოცდის პერიოდს ხორცში,რძეში,კვერცხში და თაფლში. სამწუხაროდ მსგავსი რეგულაციები ჯერჯერობით საქართველოში კანონის ფარგლებში არ ამოქმედებულა და შესაბამისად ცხოველური პროდუქტები არ შეესაბამებიან გამოკვლევას ანტიბიოტიკების შემცველობაზე.
ეს ყველაფერი იმით იყო განპირობებული,რომ გაჩნდა დიდი საშიშროება ისეთი მიკრობების აღმოჩენის,რომლებიც გამძლე იყო ანტიბიოტიკების მიმართ.ეს ეხება არა მარტო ცხოველებს,არამედ ადამიანის დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებსაც.
მსოფლიოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას, რადგან ძალიან მომრავლდა ალერგიული,ონკოლოგიური და სხვა დაავადებები,რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობას. მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოს მოსახლეობაში მოიმატა მოთხოვნილებამ სრულყოფილ,ეკოლოგიურად უსაფრთხო და ბიოლოგიურად ხარისხიანი მეცხოველეობის „სუფთა პროდუქტის“ წარმოებაზე.რისთვისაც აუცილებელია ანტიბიოტიკების და სხვა ქიმიური ნივთიერებების მაქსიმალური შეზღუდვა და ბიოლოგიური პროდუქტების დანერგვა მეურნეობებში.
პრობიოტიკები ცოცხალი მიკრობული დანამატებია,რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ცხოველების და ფრინველების ორგანიზმში ნაწლავურ მიკროფლორაზე და ხელს უწყობენ მონელების პროცესის ოპტიმიზაციას.პრობიოტიკები ხასიათდებიან კუჭ–ნაწლავის როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედებით.ასევე ანტიბიოტიკებით და სხვა ძლიერ მოქმედი პრეპარატებით გამოწვეული წიწილების და გოჭების დაზიანებული ნაწლავების ნორმალიზებით, მონელების პროცესის და საკვების ათვისების გაუმჯობესებით. პრობიოტიკები ფართოდ გამოიყენება არასპეციფიური იმუნიტეტის სტიმულაციისათვის, პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის კუჭ–ნაწლავის ინფექციების,ალიმენტარული ეტიოლოგიის მონელების დარღვევისათვის,რაც ხშირად გამოწვეულია: უხარისხო და არაბალანსირებული კვებით, ხანგრძლივად და უკონტროლოდ ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების მიღებით, არასასურველი ეკოლოგიური გარემოთი,ტექნოლოგიური დარღვევებით და სტრესის ფონზე.
პრობიოტიკის თვისება და სარგებელი :
- აწესრიგებს სასარგებლო მიკროფლორას ნაწლავებში
- ამცირებს ნაწლავური პათოგენური აგენტების გამრავლებას
- აუმჯობესებს სხეულის წონის ზრდას
- აძლიერებს საკვების გარდაქმნას და მონელებას
- ამცირებს წყლის გამოდინების სიხშირეს ნაწლავის ფორებიდან
- ამცირებს ცხოველისა და ფრინველის სიკვდილიანობას
- არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება და მოცდის პერიოდი.
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ავსტრიული კომპანია „ბიომინ“_ის მიერ წარმოებულ საკვებ დანამატს Poulty Star _ს, რომელიც დაფუძნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე და მოიცავს პრობიოტიკების და პრებიოტიკების კომპლექსს ( Enterococcus sp , Bifidobacterium sp , Pediococcus sp , Lactobacillus sp ) . Poulty Star წარმოადგენს მეფრინველეობის პრობიოტიკების და პრებიოტიკების ოპტიმალურ რაოდენობას. იცავს კუჭ–ნაწლავს მავნე ბაქტერიებისაგან და მათ მიერ გამოწვეული დაავადებებისაგან.
დავით სირბილაძე
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“_ის
საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
/მეფრინველეობის ექსპერტი