25-12-2017

ბროილერის ვაქცინაციის სქემა ( Ross 308 – Cobb 500 )

აღნიშნული ვაქცინაციის სქემა გამომდინარეობს საქართველოს ეპიზოოტიურიმდგომარეობიდან გამომდინარე ( ფრინველში დაფიქსირებული ინფექციური – ვირუსულიდაავადებების მიხედვით ). საქართველო ამჟამად არის მაღალი რისკის ჯგუფში,რადგანმეზობელ ქვეყნებში. მაგ: აზერბაიჯანში დაფიქსირებულია ნიუკასლის დაავადებისმაღალვირულენტური შტამები ( გენოტიპი VII d – მალაიზია ).

 

გთავაზობთ ვაქცინაციის სქემას და ფრინველის საუკეთესო დაცვას ვირუსულიდაავადებების წინააღმდეგ:

 

1 დღე ( ინკუბატორი ) –  ა) Cevac Vitabron L  +  ბ) Cevac IBird ( ნიუკასლი, ბრონხიტის კლასიკური შტამის,ლოკალური იმუნიტეტის გამომუშავება და ვარიანტული შტამი ) +  გ) Vectormune HVT NDV ( მარეკისა და ნიუკასლის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინა ) – ახალი თაობის, ვექტორული ვაქცინა,რომელიც  მიღებულია უახლოესი ტექნოლოგიებით, რომელიც ვაქცინაციის შედეგად მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცირკულირებს სისხლში და განაპირობებს მყარ იმუნიტეტს 72 კვირის განმავლობაში.  + დ) Transmune IBD    ( ინფექციური ბურსიტი ), წარმოადგენს ინფექციური ბურსიტის იმუნო კომპლექსურ ვაქცინას,რომელიც იწყებს მყარი იმუნიტეტის გამომუშავებს ზუსტად მაშინ,როდესაც დედისეული ანტისხეულები იწყებენ დაქვეითებას.

 

ფართო სპექტრის ვაქცინაცია და ადრეული დაცვა ( ინკუბატორში ვაქცინაცია არ წარმოადგენს სტრესს წიწილისთვის) .

 

რევაქცინაცია ფერმაში:

 

10 დღე – New L ( La Sota – ცოცხალი ნიუკასლი, ხელს უწყობს ადგილობრივ და ჰუმორალურ იმუნიტეტის ფორმირებას). ვაქცინაციის მეთოდიკა – თვალში ჩაწვეთებით.

14 დღე –  Cevac Bron 120 + IBird( H 120 , იმუნიტეტის გაძლიერება, გადაჯვარედინება). ვაქცინაციის მეთოდიკა – თვალში ჩაწვეთებით.

სქემა შეადგინეს ფრანგული კომპანია „სევას“ ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა და ქართული ვეტერინარული კომპანია „ინვეტ“_ის ვეტერინარულ საკონსულტაციო ჯგუფმა.

 

დავით სირბილაძე

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“_ის

საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი

/მეფრინველეობის ექსპერტი