ფრინველის ინფექციური ბრონქიტი
საქართველოში განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ფრინველის მეურნეობებში მოიმატა ინფექციური ბრონიქიტის შემთხვევებმა. ეპიზოოტის თვალსაზრისით იმატა დაავადებების კერებმა და არაკეთილსაიმედო მეურნეობებმა. დაავადება დიდ ეკონომიურ ზარალს აყენებს მეფრინველეობის ფერმებს, დაახლოებით 5-30 % მდე.
ინფექციური ბრონქიტი მაღალკონტაგიოზური ვირუსული დაავადებაა,რომელიც ხასიათდება ფრინველის სასუნთქი გზების დაზიანებით,ნეფრიტებით, თირკმლის ფუნქციის მოშლით, კვერცხმდებელ ქათმებში საკვერცხეებისა და კვერცხსავლების დაზიანებით, რაც იწვევს კვერცხმდებლობის დაქვეითებას. აღმძვრელი არის რნმ შემცველი კორონა ვირუსი.
ინფექციური ბრონქიტი ხასიათდება ძლიერი მუტაციის უნარით, ამიტომ მრავალი ანტიგენური ვარიანტები ცირკულირებს და გენენირდება სხვადასხვა პათოტიპად და იმუნოტიპად. კლასიფიკაციის მიხედვით ყოფენ კლასიკურ და ვარიანტულ შტამებს:
კლასიკური ( მასაჩუსეცი) | H120 | B48 | Ma5 | MM | H52 | |
ვარიანტული | B793(1/96,4/91) | QX | Q1 | Variant2 | J-2 | D274 |
ვირუსის გადაცემა ადვილად ხორციელდება ჰაერის მეშვეობით.კეთილსაიმედო მეურნეობაში ინფექციური ბრონქიტის ვირუსის შეტანის შემთხვევაში მიმდინარეობს სწრაფი აეროგენული გადაავადება.ერთი წლის განმავლობაში დაავადების დაფიქსირებიდან ეპიზოოტიური კერა ჩვეულებრივ ხდება სტაციონარული,რომელშიც იმყოფება ფარულად დაავადებული, ვირუსმტარებელი ფრინველი.
დაავადების გავრცელების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ფრინველის ასაკი,მიკროკლიმატი,კვების რაციონი და ვაქცინაციის პროგრამა.
კლინიკური ნიშნების გამოვლინებაზე მოქმედებს ფრინველის ასაკი და ვირუსის შტამის ვირულენტობა.რა დროსაც გამოყოფენ სამ კლინიკურ სინდრომს: ა) რესპირაციული ბ) რეპროდუქტიული ორგანოების დაზიანება გ) ნეფრიტულ-ნეფროზული სინდრომი.
დიაგნოზის დასმა ხდება კომპლექსურად: ეპიზოოტიური მდგომარეობის,კლინიკური ნიშნების და პათ-ანატომიური ცვლილებების საფუძველზე.თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ გამოკვლევას PCR_ით , რა დროსაც ხდება დაავადების და შტამის იდენტიფიცირება.
მკურნალობა ინფექციური ბრონქიტის დაავადების შემთხვევაში არ არსებობს.
ინფექციურ ბრონქიტზე დიაგნოზის დასმის შემდგომ მეურნეობა ცხადდება არაკეთილსაიმედოთ და წესდება კარანტინი, იკრძალება ფრინველის და კვერცხის გატანა-შემოტანა.დაავადების გაჩენის შემთხვევაში ავადმყოფ და სუსტ ფრინველს კლავენ სანიტარულ სასაკლაოზე და უტარებენ ტექნიკურ უტილიზაციას, დანარჩენ ფრინველს აგზავნიან დასაკლავად,ხორცი იგზავნება გადამამუშავებელ საწარმოებში.
მეურნეობა ინფექციური ბრონქიტის მიმართ ითვლება კეთილსაიმედოთ უკანასკნელი შემთხვევიდან 3 თვის შემდეგ, რა პერიოდშიც ტარდება მრავალჯერადი სადეზინფექციო სამუშაოები უნივერსალური დეზინფექტანტებით ( მაგ : Dexid-400 , Dexid-70 , Dexon-100 და ა.შ )
მეურნეობაში 3 თვის შემდგომ შეჰყავთ ფრინველი,რომელიც იქნება ვაქცინირებული ინკუბატორში და შემდგომ ფერმაში ჩაუტარდება რევაქცინაციები ( ინფექციური ბრონქიტის კლასიკურ და ვარიანტულ შტამებზე ).
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია – მსოფლიოში იყენებენ მრავალ მონოვალენტურ და პოლივალენტურ ვაქცინებს. მრავალ ვაქცინაციის პროგრამებში ხშირად გამოიყენებენ ცოცხალ ატეინირებულ მასაჩუსეცის ვაქცინებს სპრეის საშუალებით ან სასმელ წყალთან ერთად.შესაბამისად სპეციფიკურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში გამოიყენება კომბინირებულად მასაჩუსეცის შტამი ვარიანტულ შტამთან ერთად ,რაც წარმოადგენს ჯვარედინ დაცვას ბრონქიტის სახეობების მიმართ ( კლასიკური და ვარიანტული ).
წარმოგიდგენთ ქათმის ინფექციური ბრონქიტის ( კლასიკური და ვარიანტული შტამების) ,ჯვარედინ ვაქცინაციის პროგრამებს ბროილერისთვის. სქემა შედგენილია ფრანგული კომპანია “Ceva”_ს მეფრინველეობის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით:
(H120 – კლასიკური შტამი , Ibird – ვარიანტული შტამი)
დღე | კეთილსაიმედო ფერმა | ვარიანტული 1 | ვარიანტული 2 * | კლასიკური 1 * |
ინკუბატორი | H120 ( Bron 120 ) | H120 + IBird | H120 + IBird | H120 + IBird |
10 დღე | H120 | |||
14 დღე | IBird | H120 + IBird | ||
22 დღე | H120 |
აღნიშნული ცხრილიდან მეთოდიკას ირჩევს ვეტერინარი ექიმი , ქვეყანაში ( რეგიონში , მხარეში) არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრით.
* ( ფიფქი) აღნიშნავს მაღალი რისკის ჯგუფებს.
დასკვნა : საქართველოს ეპიზოოტოლოგიური(ეპიდემიოლოგიური) სიტუაციდან გამომდინარე, შემდგომ რეკომენდაციას ვაწვდით ფერმერებს , ინკუბატორებს და ვეტერინარებს : მეურნეობებში გაატარონ ბიო უსაფრთხოების ნორმები , დააწესონ შეზღუდვები უკონტროლოდ ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესვა–გამოსვლაზე.მუდმივად ჩაატარონ სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო ღონისძიებები. იხელმძღვანელონ წარმოდგენილი პროფილაქტიკური ვაქცინაციის სქემით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ მეურნეობის კეთილსაიმედოობა და ვაწარმოოთ ჯანსაღი პროდუქტი.
დავით სირბილაძე
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“_ის
საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
/მეფრინველეობის ექსპერტი